fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ავსტრალიაში აქლემების დახოცვის 5-დღიანი ოპერაცია დაიწყო

ავსტრალიაში აქლემების დახოცვის ოპერაცია დაიწყეს, რომელიც 5 დღეს გასტანს. ოპერაციის პირველ დღეს სნაიპერებმა 1500 ცხოველი მოკლეს.

ავსტრალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 10 000 აქლემს დახოცავენ.

აღნიშნულის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ფართომასშტაბიანი ხანძრებისა და გვალვის გამო აქლემები ძალიან ბევრს წყალს სვამენ და წყლის მოსაპოვებლად ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, მწყურვალი აქლემები დასახლებულ პუნქტებს შეესივნენ და მოსახლეობაში ქაოსს იწვევენ.

გავრცელებული ინფიორმაციის თანახმად, 10 000 აქლემს 5 დღის განმავლობაში დახოცავენ. მოგვიანებით კი მოკლულ ცხოველებს დაწვავენ.

ავსტრალიის იმ შტატებში, სადაც ფართომასშტაბიანი ხანძრები მძვინვარებს, ჰაერი უკიდურესად დაბინძურებულია, რასაც თან ერთვის აქლემების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგი.

ავსტრალიის მხოლოდ 3 რეგიონში დაახლოებით მილიონი აქლემი ბინადრობს. ცხოველების ამ რაოდენობის მიერ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი 400 ათასი ავტომანქანის მიერ გარემოს დაბინძურების ტოლფასია.

წყარო: ghn.ge

P.S. INFO:

ავსტრალიის აქლემების მართვის ეროვნული გეგმის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ცხოველებზე კონტროლი არ განხორციელდა, მათი რაოდენობა ყოველ 9 წელიწადში გაორმაგდება, რაც გარემოსთვის სერიოზული ზიანის შემცველია.

აღსანიშნავია, რომ აქლემები ავსტრალიაში პირველად მე-19 საუკუნეში ჩაიყვანეს და დღეისათვის მათი რაოდენობა 1 მილიონს აღემატება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close