კახა კალაძე ბერლინში ლეგენდათა ტრადიციულ ტურნირზე ითამაშებს
საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ცნობით, 11-12 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც თბილისის „დინამოს“ „ლეგენდები“ მიიღებენ მონაწილეობას. „დინამოს“ შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს ნაკრების და „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე. იგი შეიძლება გუნდის კაპიტანიც იყოს.
თბილისური კლუბი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან დორტმუნდის „ბორუსია“, ლევერკუზენის „ბაიერი“ და „შალკე 04“. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – „ჰერტასთან“, „იუნიონთან“ და „ტენის ბორუსიასთან“ ერთად ბრემენის „ვერდერი“ იასპარეზებს.
„დინამოს“ „ლეგენდარული“ შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.
თბილისური გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბა, მატჩების განრიგი კი ასეთია:
11 იანვარი, 20:45
დინამო Vs ლევერკუზენის „ბაიერი“
11 იანვარი, 21:42
დინამო Vs დორტმუნდის „ბორუსია“
12 იანვარი, 17:31
დინამო თბილისი Vs „შალკე04“
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს, 19:00 საათიდან დაიწყება.
კომენტარები