პოლიტიკასაბერძნეთი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთში თავის წარმომადგენლობას ხურავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ათენში თავის წარმომადგენლობას დახურავს. 

ათენში ფონდის ოფისის დახურვა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ეკონომიკის მნიშვნელოვან აღდგენას მიაღწია და ისევ ბრუნდება ბაზრებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას აღარ გააკონტროლებს.

კირიაკოს მიცოტაკისი ვაშინგტონში სსფ-ის ხელმძღვანელს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა.

„მივესალმები ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას, დაიხუროს სსფ-ის ოფისი ათენში მომდევნო თვეების განმავლობაში და მასთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, როგორც ქვეყანამ, რომელიც სსფ-ის მეთვალყურეობის მკაცრ ჩარჩოებში აღარ იმყოფება“, – განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

სსფ საბერძნეთის კრედიტორთა სამეულშია. ბერძნული საზოგადოების თვალში ის დადებითი იმიჯით არ სარგებლობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close