საზოგადოებახელოვნებასაქართველო
პეტერბურგში „ქართველი სალვადორ დალის“, ფრიდონ ნიჟარაძის გამოფენა მოეწყობა
სვანეთში მცხოვრები 75 წლის მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრები სანკტ-პეტერბურგში გამოიფინება, მას „ქართველ სალვადორ დალის უწოდებენ“, – ამ ინფორმაციას НИА-Санкт-Петербург-ი ავრცელებს.
გამოფენა 14 თებერვალს ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში ამერიკელი მხატვრის, დავით დათუნას ხელშეწყობით გაიხსნება.
„ხანში შესული ხელოვანი მთელი ცხოვრება ხატავს, თუმცა სახელი და აღიარება მასთან მხოლოდ 75 წელს მივიდა. ბავშვობაში ფუნჯის ნაცვლად ყველაფერს იყენებდა, ნახშირს, ქვის ნატეხს და ა.შ.“, – წერენ გამოფენის ორგანიზატორები.
ფრიდონ ნიჟარაზე უშგულში ცხოვრობს. მას მხატვარ- ტრანსცენდენტალისტს უწოდებენ, რადგან მისი ხელოვნება მხატვრობის კლასიკური გაგებისგან განსხვავდება. თავად ხელოვანი ამბობს, რომ მისი შთაგონებაა ბუნება, სამყარო და ადამიანი.
მხატვრის პერსონალური გამოფენა 2019 წელს თბილისში, ქარვასლაში გაიმართა.
infopostalioni.com
კომენტარები