fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოთხი თაობა ერთ ფოტოზე

ცოტა ხნის წინ ბუკინგემის სასახლემ სამეფო ოჯახის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახის ოთხი თაობის წარმომადგენელია აღბეჭდილი: დედოფალი ელიზაბეთ მეორე; მისი შვილი, პრინცი ჩარლზი; ჩარლზის შვილი, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი და უილიამის შვილი, პრინცი ჯორჯი.

ფოტო ბუკინგემის სასახლის სატახტო დარბაზშია გადაღებული. ამ ფოტოსესიით ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოთხმა თაობამ ახალი ათწლეულის დაწყება აღნიშნა.

როგორც BBC წერს, ფოტოების ავტორი ფოტოგრაფი რანალდ მაკეჩნია (Ranald Mackechnie). მან სამეფო ოჯახს ფოტო 18 დეკემბერს გადაუღო, თუმცა ის მხოლოდ ახლა გამოაქვეყნეს.

ამავე ფოტოგრაფს ეკუთვნის 2016 წლის აპრილში, დედოფლის 90-ე დაბადების დღის აღსანიშნავად გამოქვეყნებული სამეფო ოჯახის პორტრეტი, რომელიც შემდგომში სპეციალურ სამახსოვრო მარკებზე გამოიყენეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close