საზოგადოებასაქართველო

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.

მისი მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება საქართველოში მყოფმა თურქმა ექიმებმა მიიღეს.

მისივე თქმით, ცოტნეს მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციამ 20 დეკემბერს 5 ადამიანი დააკავა. 22 დეკემბერს სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე 4 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამავე თემაზე: რატომ გაუსწორდნენ ცოტნე გამსახურდიას? – მოწმის ჩვენება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close