საზოგადოებაკრიმინალისაქართველო

მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსის ქართველ მძღოლს რუსეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

მოსკოვი-თბილისის რეისის ავტობუსის ქართველ მძღოლს რუსეთის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას რუსული მედია ლიპეცკის რეგიონის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავტობუსის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან ორზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„სტანოვლიანსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საგამოძიებო ორგანოების მოთხოვნა, რომ „მერსედეს-ბენცის“ ავტობუსის მძღოლის მიმართ, რომელიც მოსკოვი-თბილისის მარშრუტზე მოძრაობდა, აღკვეთის ღონისძიებად დაკავების ფორმა გამოეყენებინა… შედეგად, მძღოლი დააკავეს გამოძიების დასრულებამდე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ლიპეცკის რეგიონის პროკურატურაში ამბობენ, რომ რადგანაც ავტობუსის მძღოლი საქართველოს მოქალაქეა და მუდმივად საქართველოში ცხოვრობს, ის შესაძლოა გამოძიებას და სასამართლოს დამალვოდა.

გამოძიებამ მანამდე თქვა, რომ ავტობუსის შემოწმებისას დაფიქსირდა დარღვევები მის ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close