მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

საახალწლო ექსკურსია პეგასის სამშობლოში – კორინთოში!

ქართულ-ბერძნული საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობების ცენტრი „Πήγασος – მერანი“ კვირას, 5 იანვარს გიწვევთ პეგასის მშობლიური მხარის, კორინთოს მოსანახულებლად, სადაც ახალგაზრდა, მშვენიერი ტყუპი კუროსები გველიან, რომელნიც ისე განთავსდნენ თავიანთ ახალ დარბაზში, როგორც ჩვენს გულებში.

პეგასი მზად არის გაშალოს ფრთები თავისი მორიგი ფრენისთვის, რათა ვნახოთ პავლე მოციქულის ამბიონი, ნაბახუსევი დიონისე, რომელსაც ზომაზე მეტი ღვინო შეუსვამს, საქართველოდან დაბრუნებულს, აპოლონის ტაძარი, ბარელიეფები (რომელთაგან ერთ-ერთი,დიდი ალბათობით, იქცა ნიმუშად თავისუფლების ქანდაკებისა აშშ-ში), ულამაზესი არქიტექტურის მქონე ძეგლები და ქანდაკებები, ჭურჭელი, წყაროები, ისტორიული არხი და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ასე ერწყმიან და წარმოაჩენენ ცივილიზებულ ერებს და, მათ შორის, ჩვენს საზოგადოებრივ ერთობას.

პელოპონესის ეს კარიბჭე ითვლება მითოლოგიური აიეტის წარმოშობის მშობლიურ მხარედ, სადაც შემდგომში ცხოვრობდა მედეა იასონთან ერთად.

გასვლა კვირას, 5 იანვარს, დილის 9:30 სთ-ზე
3 სექტემბრის ქუჩა N144
დაბრუნება საღამოს, 20:00 სთ-ზე
მგზავრობის ღირებულება – 13 ევრო
სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის – 10 ევრო

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონებზე: 2114147783, 6999024445, 6975774854, 6946800653.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close