იტალიასაზოგადოება

იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

იტალიის ალპებში ზვავს სამი ადამიანი ემსხვერპლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლის ქალი და ორი ბავშვია დაღუპული.

სამივე გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქე იყო, რომლებიც სამთო-სათხილამურო კურორტზე, 2400 მეტრის სიმაღლეზე სრიალებდნენ.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 70 მაშველი და სამი შვეულმფრენი მონაწილეობდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close