კინო/ფილმებიქართველები უცხოეთში
ნიტა ჭიკაძე ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს (ვიდეო)
პატარა ქართველი მსახიობი ნიტა ჭიკაძე ამერიკაში, LOS ANGELES INTERNATIONAL FILM FESTIVAL-ზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს და კუთვნილი პრიზიც გადასცეს.
ინფორმაცია ნიტას მამამ, გიგა ჭიკაძემ გაავრცელა:
„ნიტამ გაიმარჯვა ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფილმის ფესტივალზე და გახდა „საუკეთესო ბავშვი/ახალგაზრდა მსახიობი!“
გიგა ჭიკაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. მისი ქალიშვილი, 9 წლის ნიტა, მამის მსგავსად, კიკბოქსინგით არის დაინტერესებული. ქართველმა მებრძოლმა გასულ წელს კონტრაქტი გააფორმა „დომინანს მენეჯმენტთან“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა ამ სფეროში. გიგა ჭიკაძე ამერიკაში ასპარეზობს. რამდენიმე თვის წინ ამერიკულმა გამოცემა ATTN-მა კიკბოქსერ გიგა ჭიკაძესა და მის პატარა ქალიშვილის, ნიტა ჭიკაძეს სიუჟეტი უძღვნა.
progressnews.ge
კომენტარები