იტალიასაზოგადოება

კიდევ ერთი წყალდიდობა ვენეციაში (ფოტოები)

შობის წინ, გასულ ორშაბათს ვენეციას კიდევ ერთი წყალდიდობა დაატყდა თავს. წყლის დონეს 1,44 მეტრისთვის არ მიუღწევია, რასაც ელოდნენ, მაგრამ 1,40 მეტრს მაინც გადააჭარბა, რაც განსაკუთრებულ შემთხვევად მიიჩნევა.

წყლის საფარქვეშ მოექცა ქალაქის ცენტრალური, წმინდა მარკოზის მოედანი. ვენეციაში ე. წ. „აკვა ალტა“ („მაღალი წყალი“) მიმდინარე წლის ნოემბერშიც იყო, როდესაც წყლის დონემ 1,87 მეტრს მიაღწია, სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა კი მილიარდ ევროს გადააჭარბა.

წყალდიდობამ ქალაქი არაპირდაპირაც აზარალა –  ვენეციაში ტურისტთა ნაკადი 40%-ით შემცირდა, საგანგებო სიტუაციების შემდგომ დღეებში გაუქმებული ჯავშნების რაოდენობამ კი 45%-ს მიაღწია, მათ შორის, ჯავშნები გააუქმეს წინასადღესასწაულო დღეებშიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close