მედიცინამსოფლიო

ჩინური მედიცინის გამო ვირების ხოცვა-ჟლეტა მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელ მასშტაბს აღწევს

მსოფლიოში ვირების გლობალური ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზNCTUARY-ს (ვირების ნაკრძალი) ახალი მოხსენების მიხედვით, მომდევნო ხუთ წელიწადში ვირების პოპულაციის ნახევარზე მეტი გაქრება; მიზეზი მათი ძვირფასი ტყავია.

გასუფთავებისა და მოშუშვის შემდეგ ვირის კანს ხარშავენ და იღებენ ჟელატინის მსგავს წებოს, სახელად ეჯიაოს, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება. Donkey Sanctuary-ს მონაცემებით, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეჯიაოზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ამ ინდუსტრიას წელიწადში 4,8 მილიონი ვირის ტყავი სჭირდება, რის გამოც 1992 წლის შემდეგ ჩინეთში ვირების რაოდენობა 76 პროცენტით შემცირდა.

ზუსტი ციფრების დასახელება ძნელია, რადგან ეს ვაჭრობა არალეგალურია და არაკონტროლირებადია,  თუმცა, როგორც კვლევა მიუთითებს, 2013-2016 წლებში ეჯიაოს წლიური წარმოება 3200-იდან 5600 ტონამდე გაიზარდა, რაც წელიწადში 20-პროცენტიანი ზრდაა.

ვირის ტყავის მესამედზე მეტი ჩინეთზე მოდის. ფასისა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ბითუმად მოვაჭრეებმა ტყავების ყიდვა განვითარებად ქვეყნებში დაიწყეს, შეძენილი პროდუქცია კი ჩინეთში შეაქვთ.

შარშან ეჯიაოს ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მხოლოდ 2016 წელს ჩინეთში 3,5 მილიონი ვირის ტყავის ექსპორტი განხორციელდა. შედეგად, ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ბრაზილიასა და აფრიკაში ვირების პოპულაციის კოლაფსი მოხდა.

„ეს საიმედო, მშრომელი, მგრძნობიარე ცხოველები საშინელ განსაცდელში არიან, რისი მიზეზიც მისი კანით მოვაჭრეები არიან მთელ მსოფლიოში“, – ამბობს Donkey Sanctuary-ს ხელმძღვანელი მაიკ ბეიკერი.

მისივე თქმით, ხშირია ვირების დიდ მანძილზე ტრანსპორტირება საკვების, წყლისა და სადგომი ადგილის გარეშე, რის შემდეგაც მათ საშინელი წესებით კლავენ.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრის, ემი მაკლინის განცხადებით, ვირების ამჟამინდელი მდგომარეობა შემაძრწუნებელია, და არა მხოლოდ თავად მათთვის. მრავალ ქვეყანაში ამ მშრომელი ცხოველების შემცირების გამო ადამიანებს ტვირთის გადატანა თავად უწევთ, განსაკუთრებით კი – აფრიკაში, თანაც ქალებსა და ბავშვებს.

მსოფლიოს ყველაზე ღარიბ საზოგადოებებში ვირები საარსებო საშუალებაა დაახლოებით 500 მილიონი ადამიანისთვის. კენიაში ყოველწლიურად 378 000 ვირს კლავენ, რაც, მთავრობის განცხადებით, მძიმედ აწვება მოსახლეობას, რადგან ადამიანები ტრანსპორტირებისა და შემოსავლის სასიცოცხლო წყაროს კარგავენ.

პრობლემა მხოლოდ აფრიკაში როდია. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ათწლეულში ბრაზილიაში ვირების რაოდენობა 28 პროცენტით შემცირდა; ამ რიცხვში არ შედის მონაცემები მაწანწალა ვირების შესახებ. პრობლემაა ეგვიპტეში, მავრიტანიაში, მექსიკასა და პერუში, მაგრამ განასა და ეთიოპიაში, სადაც ეს ქმედება არალეგალურია, ვირებს მაინც ხოცავენ.

პროდუქტი მხოლოდ ჩინეთში არ რჩება. შარშან საგამოძიებო დასკვნამ გამოავლინა, რომ ეჯიაო ჩინეთიდან ექსპორტზე დიდი რაოდენობით გადის აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და იაპონიაში.

ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ვირების ტყავით ვაჭრობას ზოგიერთ ქვეყანაში ამ სახეობის სრულად გადაშენება მოჰყვება. შეიძლება გაზვიადებულად ჟღერდეს, მაგრამ ვირები ნელა მრავლდებიან და ერთ წელიწადში ტყავების ინდუსტრიის მიერ განადგურებული ვირების აღდგენისთვის 20 წელია საჭირო.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამჟამად მსოფლიოში ამ მზარდი ინდუსტრიისათვის საკმარისი ოდენობის ვირი არ არის. Donkey Sanctuary მოითხოვს, სასწრაფოდ აიკრძალოს ვირებით გლობალური ვაჭრობა.

მომზადებულია thedonkeysanctuary.org.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close