მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

მსოფლიოში პირველი სოფელი მექსიკაში, რომელიც 3D პრინტერით შეიქმნა

3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით სრულფასოვანი საცხოვრებლის შექმნა უკვე დიდი ხანია არავის უკვირს. იმის გამო, რომ მშენებლობის ეს მეთოდი გაცილებით ეკონომიურია და დიდ დროსაც არ საჭიროებს, საქველმოქმედო ორგანიზაციები ძალიან არიან დაინტერესებულნი მისი შესაძლებლობებით. ისინი ამ გზით ცდილობენ, ღარიბ მოსახლეობას დახმარება გაუწიონ. ამის ნათელი მაგალითი გვიჩვენა კომპანია NEW STORY-მ, რომლის წყალობითაც მსოფლიო მალე იხილავს დასრულებულ 3D სოფელს მექსიკის გაჭირვებული მოსახლეობისთვის.

3D ბეჭდვით საცხოვრებელირამდენიმე დღის განმავლობაში იქმნება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მის ღირებულებას. განსაკუთრებით აქტუალურია ასეთი მშენებლობა ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც რთულია როგორც სამშენებლო მასალების, ისე მძიმე სამშენებლო ტექნიკის მიტანა.

არაკომერციული ორგანიზაცია New Story Charity-ს სპეციალისტებმა, რომლებიც ღარიბების ცხოვრების დონის გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი, მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთის გაკოტრებული ფერმერებისთვის 3D სოფლის შექმნა გამოაცხადეს.

მათ ერთობლივი პროექტი შეიმუშავეს დიზაინერულ სტუდია Fuseproject-სა და სამშენებლო კომპანიებთნ – Icon-სა და Échale-სთან ერთად. გუნდი გეგმავს სოფლის აშენებას სიღარიბის წინაღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში შერჩეული 50 ოჯახისთვის (საერთო ჯამში, 400 ადამიანი), რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში, ნახევრად დანგრეულ დროებით თავშესაფრებში ცხოვრობენ.

3D პრინტერით ახალი საცხოვრებელი სახლი სრულადაა ადაპტირებული სოფლის ცხოვრების საჭიროებებთან. იმისდა მიუხედავად, რომ სახლები არც თუ ისე დიდია (საერთო ფართი 46.5 მ2), მათში 4-5-სულიანი ოჯახისთვის ყველა სახის კომფორტია გათვალისწინებული.

სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ასეთი სახლის შექმნის დრო 24 საათამდეა შემცირებული. მშენებლობას თითქმის არ გააჩნია ნარჩენები, რაც ძალიან დადებითად აისახება ფინანსებზეც და გარემოზეც.

როგორც New Story იუწყება, პირველი ორი სახლი უკვე აშენებული და სრულად აღჭურვილია. საქველმოქმედო ორგანიზაციამ ინტერიერის სრული მოწყობაც თავის თავზე აიღო. მათში ახალ წლამდე ორი ოჯახი უკვე იზეიმებს ახალმოსახლეობას.

როგორც პროგრამის ორგანიზატორები გვპირდებიან, სახლები ახალ მფლობელებს თითქმის უსასყიდლოდ გადაეცემათ – მათ 0%-იან იპოთეკური სესხს მისცემენ, რომელიც 7 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ (თვეში 20 დოლარი). დანარჩენ ხარჯებს (პროგრამის ორგანიზატორები მშენებლობის სრულ ღირებულებას არ ამხელენ) საქველმოქმედო ფონდი დაფარავს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close