იტალიასაზოგადოება

„ალილო“ იტალიურად და „შობის სასწაული“ ფინურად

შობა-ახალი წლის ტრადიცია მრავალფეროვანია და მსოფლიოს ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. 

ნამდვილად ჯადოსნური საშობაო ამბავი ხდება სარდინიაში – ამ ფოტოზე პაკეტებში ნაგავი არ გეგონოთ, ეს ქალაქ იგლესიასის (სმხრეთ სარდინია) ერთ-ერთ ქუჩაზე ჩამწკრივებული საჩუქრებია მათთვის, ვისაც უჭირს. გულისხმიერმა ადამიანებმა სურსათით სავსე პარკები დატოვეს ქუჩაზე, რათა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საჭმელი არა აქვს და თანადგომა სჭირდება, შეეძლოს აღება და საშობაოდ სუფრის გაწყობა.

* * *

შობა-ახალი წლის სასწაულის მოლოდინით, 6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, რომლითაც სთხოვდა, 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის.

ფინეთში „არასწორი მისამართის“ მქონე წერილების გახსნის უფლება მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს. ასე რომ, წერილი მისამართით „ბატონო ღმერთო“ ურჰო კალევა კეკონენმა (ფინეთის პრეზიდენტი 1958-1982 წლებში) წაიკითხა.

პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეესრულებინა გოგონას თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბრძანა, ხელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და თან „წერილი ღმერთისგან“.

მალე კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ხელგასგან: ბავშვი სწერდა ღმერთს, რომ ფული პრეზიდენტის ავტომობილით მიუტანეს, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, რომ აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ „პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close