საზოგადოებასაქართველო

ანიტას შესაძლებელია თავისი გული შეუნარჩუნდეს!

ინდოელი ექიმების სურვილია, ანიტას გულის ტრანსპლანტაცია მაქსიმალურად გადავადდეს ზრდასრულ ასაკამდე, საუკეთესო შემთხვევაში კი საერთოდ არ გახდეს საჭირო, – ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი ავრცელებს.

„ბევრი გვეკითხებით, მართალია თუ არა, რომ ანიტას შესაძლოა არ დაჭირდეს გულის გადანერგვა, ამიტომ საღამომდე გადავწყვიტეთ მოკლედ მოგახსენოთ:

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევები, რომელთა საფუძველზეც ექიმები ცდილობენ, სწორი გზა მონახონ ანიტას გულის შესანარჩუნებლად.

ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით, რა გეგმა დაისახება, თუმცა ნამდვილად მიმდინარეობს ყველაზე ოპტიმალური გზების ძებნა, რომელთაგან ერთ-ერთი ანიტასთვის საკუთარი გულის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ეს ყველაფერი ძალიან გვაიმედებს, თუმცა ექიმები ჯერ მხოლოდ განიხილავენ ამ ვარიანტს.

ინდოელი ექიმების დიდი სურვილია, რომ ანიტას გულის ტრანსპლანტაცია მაქსიმალურად გადავადდეს ზრდასრულ ასაკამდე, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი საერთოდ არ გახდეს საჭირო“, – წერს მარიკა ხუციშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close