პოლიტიკასაქართველო

ხაზარაძემ პარტიის ყრილობა გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ დამფუძნებელი ყრილობა გამართა. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მამუკა ხაზარაძე აირჩიეს, პარტიის გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძე იქნება.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ კრიზისშია, კორუფცია და ნეპოტიზმი ქვეყანას განსაცდელში აგდებს.

სიტყვით გამოსვლის დროს ხაზარაძემ თქვა, რომ ქვეყნის განვითარებას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი აფერხებს და მმართველმა ძალამ წინა ხელისუფლების ყველა მანკიერება გადაიბარა.

„წლებია, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ორპოლუსიანი სისტემა ჩამოყალიბდა, რომელსაც მორალურად გაკოტრებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა მართავს. სწორედ „ლელო“ არის ამის ალტერნატივა“, – მიმართა ხაზარაძემ შეკრებილებს.

ხაზარაძემ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც წარადგინა, მათ შორის არიან დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, ლაშა ბაქრაძე, ია მეტრეველი, გრიგოლ გეგელია, ანა ნაცვლიშვილი, ირაკლი კუპრაძე, ბადრი ჯაფარიძე.

ღონისძიებას დაესწრო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, რომელიც პარტიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

ყრილობაზე იყვნენ ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილიც, რომლებმაც მამუკა ხაზარაძესთან ალიანსი შექმნეს.

ღონისძიებაზე მყოფმა მამუკა კაციტაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მონაწილეობა მიიღოს ახალი პარტიის დაფუძნებაში და ერთი დროშის ქვეშ განაგრძონ საერთო მიზნის მიღწევა.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close