ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 დეკემბერი

23-იდან 25 დეკემბრამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ეს დღეები არცთუ ისე ხელსაყრელია ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, მაგრამ ქალაქგარეთ გასვლა ახლა სავსებით მისაღები და აქტუალურია. მხოლოდ მარტო არ წახვიდეთ, კარგი მეგობრების კომპანიაში ყოფნა უმჯობესია.
26 დეკემბერს ახალი მთვარეა. შეეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გაიღიმოთ ამ დღეს. აქციეთ ის ნამდვილ რიტუალად! რაც უფრო მეტ ღიმილს „გააჩუქებთ“ ამ დღეს, მით უფრო მეტი უკან დაგიბრუნდებათ.
27-იდან 29 დეკემბრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. დროა ცოტა დაისვენოთ. მაშინაც კი, თუ ირგვლივ მყოფები უსაქმურობის გამო დაგადანაშაულებენ, ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავს მოუსმინეთ. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი ენერგია შეიძლება შემცირდეს, ამიტომ აუცილებელია დროულად შეავსოთ ენერგიის მარაგი.

 

ვერძი

კვირის პირველი ნახევარი არასახარბიელო პერიოდია. კვირის მეორე ნახევარში თამამად დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და პაემანიც კი. ისინი გპირდებიან ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში. ეს პერიოდი კარგია დანაზოგებისთვის, ხარჯზე კი უმჯობესია დროებით თავი შეიკავოთ. ახლობლებისთვის საჩუქრების ყიდვა ახლავე დაიწყეთ, მაგრამ მთელ დანაზოგს ამაზე ნუ დახარჯავთ.

 

კურო

პრობლემები, რომლებმაც ახლა შეიძლება შეგაწუხოთ, მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ხასიათის იქნება. სხვა მხრივ კი სავსებით შესაძლებელია, უბედნიერესი ადამიანი შეიძლება გიწოდონ! კარგი განწყობა გაუნაწილეთ ირგვლივ მყოფებს, მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც ახლა გასაჭირშია. იყავით ყურადღებიანი საკუთარი ოჯახის მიმართ!

 

ტყუპი

ნუ შეგეშინდებათ, თქვენი საზრუნავების ნაწილი სხვებს ანდოთ. თქვენ ახლა დასვენება გჭირდებათ. დაიწყეთ საახალწლო დღესასწაულების დაგეგმვა, თუ ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ. ეს დღეები განსაკუთრებული იქნება თქვენთვის. ეწვიეთ სილამაზის სალონს და შეცვალეთ რაიმე თქვენს გარეგნობაში.

 

კირჩხიბი

მოვლენა, რომლისაც ბოლო დროს სულ გეშინოდათ, მაინც მოხდება. მიიღეთ ეს რაც შეიძლება  მშვიდად. სამსახურში ახლა ძალიან ბევრი საქმე გექნებათ: საშინაო საქმეებისთვის ძალა აღარ გეყოფათ. სთხოვეთ ოჯახის წევრებს, დაგეხმარონ, ისინი უარს არ გეტყვიან.

 

ლომი

ლომებს, რომლებსაც ამ ბოლო დროს სულ არ უმართლებდათ, ახლა შეუძლიათ გაიხარონ: ცუდი პერიოდი დასრულდა! მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და გართობას, სამუშაო მოიცდის. ახლა რაც შეიძლება ხშირად შეხვდით მეგობრებს. შესაძლოა ახალი ნაცნობები შეიძიონოთ.

 

ქალწული

დაადგინეთ პრიორიტეტები, რათა ახალი წლის დაწყებამდე ყველა საქმე დაასრულოთ. ეს დღეები საუკეთესო დროა იმისთვის, რომ პატიება სთხოვოთ იმ ადამიანს, რომელიც დაუმსახურებლად გაანაწყენეთ. შაბათ-კვირა ისე გაატარეთ, როგორც გსურთ – რამდენიმე კვირის სამყოფი ენერგიით დიმუხტებით!

 

სასწორი

ფინანსური საკითხების მოგვარება ახლა უფრო კომპეტენტურ პირს მიანდეთ. შესაძლებელია საშინაო პრობლემები – თქვენ მარტო ვერ გაუმკლავდებით მათ, მამაკაცი დაგეხმარებათ. მარტოხელა სასწორებს ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრას ჰპირდებიან, მაგრამ უმჯობესია კარგად გაიცნოთ პიროვნება, სანამ რაღაცის იმედს დაისახავთ.

 

მორიელი

თუ რაიმე დაუმთავრებელი საქმე გაქვთ, სასწრაფოდ მოაგვარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ზავივით გაიზრდება. ნათესავებთან ურთიერთობაში გამწვავებაა მოსალოდნელი. ჩხუბს მოერიდეთ. შეცადეთ ნაკლები თანხა დახარჯოთ წვრილმან რამეებზე.

 

მშვილდოსანი

ეს პერიოდი კარგია სპორტისთვის, განსაკუთრებით დამწყებთათვის. ხანდაზმულები ქუჩაში ფრთხილად უნდა იყვნენ: დიდია დაცემის რისკი. 27-იდან 29 დეკემბრის ჩათვლით დაკავდით განსაკუთრებით სასიამოვნო საქმეებით, რათა საკუთარ თავს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნათ.

 

თხის რქა

მეუღლესთან კონფლიქტს კონფლიქტი მოჰყვება. გარკვეული დროით შეამცირეთ ურთიერთობა ისე, რომ უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. სამსახურში შესაძლებელია საინტერესო პროექტები. ამასთან,  უნდა შეეცადოთ, რომ ისინი თქვენ მოგანდონ. შაბათ-კვირას მოახერხეთ და კარგად დაისვენოთ.

 

მერწყული

ქაღალდი და კალამი მზად გქონდეთ: ძალიან მალე შეიძლება რამდენიმე კარგი იდეა მოგაფიქრდეთ. ბავშვებთან დაკავშირებით ახლა მხოლოდ სასიხარულო საქმეების მოგვარება მოგიწევთ, რასაც კოლეგებზე ვერ ვიტყვით. არ ისაუბროთ თქვენს პირად ცხოვრებაზე, რათა მერე ზურგს უკან თქვენზე არ იჭორაონ.

 

თევზები

უახლოეს მომავალში შეიძლება საყვარელმა ადამიანმა არცთუ ისე სასიამოვნო სიურპრიზები მოგიწყოთ. ემოციურად სტაბილური პერიოოდი 27 დეკემბრიდან დაიწყება. დიდი ალბათობით, ფულად შემოსავალს მიიღებთ, რომლის წყალობითაც სასურველ მაღალფასიან ნივთს შეიძენთ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close