მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბრიტანეთის ქუჩებში მშიერი ზღარბები საკვებს დაეძებენ

ბრიტანეთში ზღარბები შიმშილობენ. მათ საკვების საძებნელად ტყიდან ქალაქების ქუჩებში გადმოინაცვლეს. ამის შესახებ BBC წერს.  

ზღარბების შიმშილობის მიზეზი წვიმიანი ზაფხული გახდა, რის გამოც ისინი გვიან გამრავლდნენ, შემოდგომაზე კი დედა ზღარბებმა პატარების გამოკვება ვერ შეძლეს, ამიტომ ზღარბები ტყიდან გამოვიდნენ და ქალაქების ქუჩებში დაიწყეს გადაადგილება.

გამოცემის ცნობით, ზღარბებს დღე შიმშილი არ აძინებთ და საკვების საძებნელად ქუჩებში დადიან. უკვე ცნობილია, რომ სექტემბრიდან შოტლანდიის ცხოველთა გადარჩენის ცენტრ SPCA-ში 1000-მდე ზღარბია, კლინიკა სავსეა; SPCA-ში ამბობენ, რომ 2019 წელი ყველაზე ცუდი იყო „ზღარბების ჰოსპიტალისთვის“.

90-ზე მეტი ზღარბია მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკა  Hessilhead Wildlife Rescue-ში ჩრდილოეთ ეირშირში.

ცხოველთა დამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ზღარბები ძაღლებისთვის განკუთვნილი კონსერვებით გამოკვებონ და შიმშილით სიკვდილისგან იხსნან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close