ზამთრის სიცხე: რომმა 200-წლიანი ტემპერატურული რეკორდი მოხსნა
რომში ჰაერის ტემპერატურა 16-იდან 17 დეკემბრის ღამეს +16 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, – ამის შესახებ, იტალიის დედაქალაქის მეტეოროლოგიური სამსახურზე დაყრდნობით, იტალიური მედია იუწყება.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 200-წლიანი დაკვირვების პერიოდში ზამთრის პირველი თვისთვის, – აცხადებენ Osservatorio Meteo del Collegio Romano-ში.
წინა რეკორდი 30 წლის წინ დამყარდა, როდესაც თერმომეტრის სვეტი +15 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა, ხოლო დილისთვის ტემპერატურა უკვე 20 გრადუსი იყო.
ერთი სიტყვით, რომი პალერმოს დაემსგავსა, სადაც ტემპერატურულ მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის სხვაობა 3 გრადუსს შეადგენს; თუმცა „ზამთრის სიცხე“ მთელ იტალიაში იგრძნობა, სადაც ამ სეზონისთვის საშუალო ტემპერატურა წელს ჩვეულებრივზე 8 გრადუსით მეტია.
რომში ასეთი სითბოს მიზეზი გახდა ქარი სიროკო, რომელიც 2 დღის განმავლობაში ქროდა ალჟირიდან და იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში დაბალ წნევას განაპირობებდა, რასაც, მეტეოროლოგების თქმით, სითბოს შემცირების შემდეგ მცირეოდენი ნალექი მოჰყვება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები