fbpx
მსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გემთფლობელ კომპანიას LTD European product carriers-ს დაუკავშირდა.

„პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში.

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-ს.

თავდასხმის დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან გაიტაცეს ოთხი მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში ქ. აბუჯაში, საიდანაც  საქართველოში გამოემგზავრება“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

1tv.ge

ამავე თემაზე: მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი გაიტაცეს, მძევალთა შორის ქართველი მეზღვაურიც არის (ვიდეო)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close