fbpx
ვიდეოქართველები უცხოეთშიეკონომიკაიტალია

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც იტალიაში 2-საუკუნოვანი ღვინის ქარხნის დირექტორია (ვიდეო)

იტალიაში, ტურინში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვინის ქარხნის, TENUTA ROLETTO-ს წინ საქართველოს დროშა ფრიალებს. თითქმის 2 -საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქარხნის დირექტორი ქართველია – გიორგი ხუნჯგურუა, რომელიც ტურინში მეუღლესა და 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.

გიორგი ხუნჯგურუა 6 წელია, რაც ქარხნის გენერალური დირექტორია. ქარხანას 63 ჰექტარზე გაშენებული ვენახები აქვს და 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს.

გიორგი იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში 2010 წელს ჩავიდა სასწავლებლად, დაამთავრა საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების 3-წლიანი კურსი, რის შემდეგაც თავისი CV სხვადასხვა კომპანიაში გაგზავნა, მათ შორის, Tenota Roletto-შიც. ასე დაიწყო 22 წლის ბიჭის ტურინული ისტორია.

„ორი შვილი მყავს, მაგრამ ვთვლი, რომ გიორგი ჩემი მე-3 შვილია და მან უნდა გააგრძელოს ჩემი საქმიანობა“, – ამბობს Tenota Roletto-ს მეპატრონე ანტონინო იუკინო მამაო, რომელსაც ქარხანა თავისი ოჯახისგან ერგო მემკვიდრეობით. იგი საქართველოს კარგად იცნობს და უყვარს, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ წლების წინ სრულიად ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტის დასაქმება გადაწყვიტა და მისმა არჩევანმა გაამართლა: გიორგიმ ყველაფერი კარგად აითვისა, შეისწავლა და შესანიშნავად უძღვება საქმეს.

ცოტა ხნის წინ გიორგიმ ქართული ღვინის პოპულარიზაციაც გადაწყვიტა და ამ მიზნით 6 თვის წინ დააარსა საკუთარი კომპანია, რომელიც ქართული ქვევრის ღვინოების იმპორტს ეწევა. იგი ამბობს, რომ იტალიელებს ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები. მისი კომპანია ამარაგებს ენოთეკებს და იტალიურ რესტორნებს, აგრეთვე, შეაქვს ქართული ღვინო 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში რომში, ვენეციაში, მილანში და სიცილიაზე.

გიორგის კომპანია ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე, პრეზენტაციებსა და გამოფენებზე ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციას ხშირად აწყობს.

მალე იგი იტალიის ქალაქ ტურინში ისევ ააფრიალებს საქართველოს დროშას – ამჯერად საკუთარი რესტორნის წინ…

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close