რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოებასაქართველოშეუცნობელი

როგორ მოვათვინიეროთ „თეთრი ვირთხა“ ანუ როგორ შევხვდეთ ახალ წელს

რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, როგორ ფერებში ჯობს საახალწლო დეკორაციების გადაწყვეტა და რა დაგვეხმარება სურვილის ასრულებაში? – ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია 2020 წლის მმართველის, თეთრი ვირთხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჯარო პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს:

აღმოსავლეთში ვირთხის მიმართ დამოკიდებულება ჩვენგან განსხვავებულია. ის აღქმულია ოჯახის და წყვილთა მფარველად და ოჯახში მის გამოჩენას ხვდებიან სიხარულით და არა პანიკით, რადგანაც თვლიან, რომ ის არის მათი კეთილდღეობის მაუწყებელი მინიშნება.

ვირთხას მოაქვს იღბალი, როგორც მსხვილი, ისევე მცირე ბიზნესისთვის. ვირთხა არ გვაიძულებს, რომ აუცილებლად სახლში შევხვდეთ ახალ წელს.

ამბობენ, რომ ამ წელს როგორც შევხვდებით, ისეთი იქნება მომავალი მომავალი 12-წლიანი ციკლი.

როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რათა მოვიპოვოთ წლის მმართველის კეთილგანწყობა?  

რა თქმა უნდა, აუცილებელია სახლი იყოს დასუფთავებული, ლამაზად მორთული, სუფრა მრავალფეროვანი საკვებით და სასმელებით და ლამაზი საჩუქრებით.

ჩაცმულობა, ვარცხნილობა, მაკიაჟი

ახალი წლის ღამეს უნდა იყოს დახვეწილი, ფერები თეთრი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი, ოქროსფერი, ლურჯი და მწვანე მეტალიკის ფერები, მაგრამ ვინაიდან 2024 წლამდე ცეცხლის ენერგიის უკმარისობაა კოსმიურად, აუცილებელია ჩაცმულობაში ფიგურირებდეს რაიმე სახით წითელი ფერი, თუნდაც ეს იყოს სამკაული ან აქსესუარი.

გაითვალისწინეთ, რომ ვირთხას არ უყვარს ვულგარული ვიზუალი, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ ჩაცმის კლასიკურ სტილს, თუმცა ნუ გადააჭარბებთ. ფეხსაცმელი შეგიძლიათ ნებისმიერი – დაწყებული კლასიკურიდან, მაღალი ჩექმებით დამთავრებული, მთავარია, რაიმე ლითონის აქსესუარი ჰქონდეს. თეთრ/ლითონის ვირთხას უყვარს ყველაფერი, რაც ბრწყინავს. მამაკაცებს ვურჩევთ, ჯინსების და სპორტული ზედების ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭონ კლასიკურ შარვალს და პერანგს, თუმცა თუ მაინც არჩევანს გააკეთებთ სპორტულ სტილზე, ისიც უნდა იყოს ელეგანტური.

მოერიდეთ ბეწვეულს და გაითვალისწინეთ, რომ ქსოვილზე არ უნდა იყოს გამოსახული ცხოველები – განსაკუთრებით, მელა, კატა და ძაღლი.

ვარცხნილობა უნდა იყოს სადა, არაპომპეზური და სასურველია გააფორმოთ ვერცხლისფერი თმის სამაგრებით. მაკიაჟი არ უნდა იყოს ვულგარული, არამედ დახვეწილ, ღია ფერებში.

როგორ უნდა გავაწყოთ საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრა უმჯობესია იყოს ახალი, თეთრი ფერის, ვერცხლისფერი და წითელი ორნამენტებით, ფენშუი გირჩევთ, რომ თუ ხელგეწიფებათ, სუფრის გადმოშვებულ კუთხეებში დაამაგროთ ვერცხლისფერი ორნამენტები და სუფრა გაშალოთ თეთრი ჭურჭლით, რომელსაც შეგიძლიათ შეუხამოთ წლის ფერები, მაგალითად, მაგიდა გააწყოთ ლითონის სინებით და შანდლებით, დაანთოთ 4 სანთელი -3 თეთრი ან ვერცხლისფერი და 1 წითელი. ხელსახოცები უნდა იყოს თეთრი, წითელი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი.

კერძები უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგიდაზე უნდა ეწყოს 12 დასახელების საჭმელი,  მცირედი რაოდენობით, რადგანაც საკვების გადაყრა ფენშუის წესებს ეწინააღმდეგება. მაგიდაზე შეგიძლიათ განათავსოთ თევზეული, ხორცეული, ხილი, ბოსტნეული, სასმელები, აუცილებელია კომპოტი და შამპანური.

მაგიდის ცენტრალურ ადგილას მოათავსეთ ვირთხის ფიგურა, გვერდზე მოუდგით ლითონის სინზე დაწყობილი თხილი, კაკალი, წაბლი, მიწის თხილი.

მეორე თასში ჩაყარეთ ხორბალი და ბრინჯი და შიგ ჩააწყვეთ იმდენი ერთლარიანი მონეტა, რამდენი ოჯახის წევრიც ხართ.

სუფრაზე აუცილებელია ნამცხვრები და ტკბილეული. ჩურჩხელები, ჩირები და ა.შ. გასული წლის სიმბოლო ტახი უნდა მოათავსოთ მისგან 30 სანტიმეტრში, დასავლეთით. ვირთხას არ უყვარს პიტნა და ამიტომ მოერიდეთ პიტნიან კერძებს. თუ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოაცხოთ თაგვის ფორმის ორცხობილები, ეს გაახარებს წლის მასპინძელს.

სუფრაზე აუცილებელია იდოს ყველის ასორტი, პატარა კუბიკებად დაჭრილი. მაგიდაზე,  ვირთხასთან ახლოს, უნდა დავდოთ მანდარინის ან ნაძვის ტოტები და მასზე ვერცხლისფერი და თეთრი ლენტით უნდა შევაბათ 8 მონეტა. გაითვალისწინეთ, რომ სუფრაზე ზეიმის შემდეგ დატოვოთ მხოლოდ ვითხის და ტახის ფიგურები, თეფში ყველით და ბურღულეულით, ასევე სინი თხილეულით. ყოველი ოჯახის წევრის თეფშის ქვემოთ უნდა დავდოთ ერთი ცალი ლარიანი მონეტა და ეს მონეტა შემდეგ გადავიტანოთ საფულეში და ვიქონიოთ, როგორც პირადი თილისმა მთელი წლის განმავლობაში. მაგიდაზე არ დატოვოთ ბასრი ნივთები ან შუშის ჭურჭელი.

12 საათზე, როგორც კი ზარი ჩამოკრავს, ხელში დაიჭირეთ ერთლარიანი მონეტა, ჩაიფიქრეთ სურვილი (ოღონდაც სანამ რიტუალს დაიწყებთ, მონეტა კარგად გარეცხეთ) და ჩააგდეთ შამპანურის ბოკალში და დალიეთ, მონეტა ამოიღეთ და დადეთ თქვენს ძვირფასეულობასთან ერთად, როგორც წლის ბარაქის სიმბოლო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close