მსოფლიოპოლიტიკა

ფრანგული პრესა: რუსეთის სამხედრო დაზვერვა ერთ-ერთ ბაზად ალპების კურორტებს იყენებდა

15 რუსი ჯაშუში საფრანგეთის ალპებს იყენებდა ბაზად ევროპაში სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „მონდი“ წერს. მისი ინფორმაციით, საუბარია რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ელიტური ქვედანაყოფის თანამშრომლებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დაკვეთილ მკვლელობებზე, საბოტაჟის აქტებსა და ჯაშუშებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის – ე.წ. მკვდარი საფოსტო ყუთების მართვაზე.

ფრანგული გამოცემის ცნობით, დასავლეთის სპეცსამსახურები ამ ჯგუფის კვალზე გავიდნენ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ლონდონის აგენტ სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებისას. „მონდი“ წერს, რომ 15-იდან ერთ ჯაშუშს, სავარაუდოდ, კავშირი აქვს სკრიპალის მკვლელობის მცდელობასთან.

გამოცემის ინფორმაციით, 2014-2018 წლებში რუსი ჯაშუშები არაერთხელ იმყოფებოდნენ საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პატარა ქალაქებში, მათ შორის, საკურორტო ევიანსა და შამონიში. ამასთან, ეს პირები კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ არა უშუალოდ საფრანგეთში, არამედ ბულგარეთში, მონტენეგროში, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close