მსოფლიოხელოვნებასაზოგადოება

ესტონელი მომღერალი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს (ვიდეო)

ესტონელი მომღერალი ეგერთ მილდერი საქართველოზე დაწერილი სიმღერით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მოხვედრას ცდილობს.

მილდერმა უკვე გაიარა შიდა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი და ნახევარფინალში 23 კონკურსანტთან ერთად გადავიდა.

სიმღერის სახელწოდებაა Georgia (On My Mind) და მისი კლიპი საქართველოში, მათ შორის, თბილისში, ყაზბეგში, ვარძიასა და რაბათის ციხეშია გადაღებული.

როგორც ესტონელი მომღერალი ამბობს, საქართველოში სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მის გულში ამ ქვეყანას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close