კრიმინალისაქართველო
ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება.
შსს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯღამაიძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა და ქართულ ეკლესიაში არასდროს უმსახურია. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქო დაკავებულზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
ადვოკატი ჯიტა გულუა კი არ გამორიცხავს, რომ სასულიერო პირმა დანაშაული დაიბრალა.
imedinews.ge
კომენტარები