პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

„დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“ – ქუთაისში „ნაცმოძრაობის“ ოფისს კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

ქუთაისში „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ. ისინი გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან მივიდნენ.

მათ მსვლელობა გამართეს სახელწოდებით: „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“.

„საქართველო ნაციონალების გარეშე“, „ მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ“, „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ“, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს, შემდეგ კი შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია 29 ნოემბერსაც გაიმართა. მაშინაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისს კვერცხები და საღებავები დაუშინეს. გარდა ამისა, აქტივისტებმა ოფისის კარს ბოქლომი დაადეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close