საზოგადოებასაქართველო

19 წლის ბიჭი, რომელმაც სტრასბურგში მოძრავი ტრამვაი ქართული ანბანით მოხატა

19 წლის ბიჭი, რომლის მიერ დახატული უნიკალური ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში – სტრასბურგში იმოძრავებს, რუსთაველი ნიკოლოზ ღუნაშვილია. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველომ საფრანგეთისგან 27 ნოემბერს გადაიბარა.

ნიკოლოზ ღუნაშვილი ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. იგი კალიგრაფიით პატარაობიდანვე დაინტერესდა. ნიკოლოზი ქვემო ქართლის მასშტაბით გამართული კონკურსის – „კალიგრაფიის მარგალიტების“ არაერთგზის გამარჯვებულია. ქართული ანბანის ულამაზესი ორიგინალური ნიმუშების გარდა ნიკოლოზი კალიგრამებსაც ქმნის. სტრასბურგში მოძრავი ტრამვაის მოხატვის გარდა იგი არაერთი საინტერესო პროექტის მონაწილეა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close