მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

„ევროვიზიის“ გეიკულტურასთან კავშირის გამო უნგრეთი კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს

გეიკულტურასთან კავშირის გამო უნგრეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ GUARDIAN-ი წერს.

უარის მიზეზები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა გამოცემა, ტელერადიოკომპანია MTVA-ში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი ისაა, რომ „ევროვიზია“ ლგბტ საზოგადოებასთან ასოცირდება. კონკურსის ტრანსლაცია სწორედ MTVA-მ უნდა განახორციელოს.

როგორც Guardian-ი წერს, უნგრეთის ხელისუფლებამ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არაერთხელ გაუსვა ხაზი „ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს“. ცოტა ხნის წინ სამთავრობო არხის კომენტატორმა „ევროვიზიას“ „ჰომოსექსუალური ფლოტილია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეობაზე უარის თქმა ერის სულიერ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

imedinews.ge

მსგავს თემაზე: საფრანგეთს ევროვიზიაზე მუსლიმი ჰომოსექსუალი წარადგენს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close