დონალდ ტრამპი შესაძლოა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყოს, რადგან ის „ბლოკის დაშლაზე“ ლოცულობს, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
„პირველად ხდება ისტორიის განმავლობაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ გამოდის. ის მხარს უჭერს ბრექსიტს და ბლოკის დანგრევაზე ლოცულობს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.
პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დატოვებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა. ის „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი გახდა.
1tv.ge
კომენტარები