fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტუსკი: „დონალდ ტრამპი ლოცულობს, რომ ევროკავშირი დაიშალოს“

დონალდ ტრამპი შესაძლოა ევროკავშირისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყოს, რადგან ის „ბლოკის დაშლაზე“ ლოცულობს, – ეს განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.

„პირველად ხდება ისტორიის განმავლობაში, რომ ამერიკის პრეზიდენტი ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ გამოდის. ის მხარს უჭერს ბრექსიტს და ბლოკის დანგრევაზე ლოცულობს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა გერმანულ გაზეთთან ინტერვიუში.

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე დღეში ოფიციალურად დატოვებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში იკავებდა. ის „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელი გახდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close