საზოგადოებასაქართველო

ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან დანახული თბილისის ახალი ზოოპარკი (ვიდეო)

მალე თბილისის ზოოპარკის ბინადრებს ჟირაფი შეემატება. როგორი იქნება ახალი ზოოლოგიური პარკი, რომელზეც ზოოპარკების ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი იზრუნებს?

რით იქნება ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული? ზოოპარკების ჰოლანდიელი დიზაინერის საინტერესო პასუხი: ძველი ყაიდის ზოოპარკებში ხალხს ცხოველებისადმი ნაკლები პატივისცემა ჰქონდა. გახედავდნენ გისოსებში გამოკეტილ მაიმუნს და ერთმანეთს ეღლიცინებოდნენ, ნახე, შენი ნათესავიაო. ახალი კონცეფციის ზოოპარკებში, სადაც ცხოველებს აქვთ დიდი სივრცე, არ არსებობს ხელშემშლელი ბარიერები და ცხოველები ბუნებრივთან მიახლოებულ გარემოში ბინადრობენ, ადამიანებს მეტი მოწიწება უჩნდებათ მათ მიმართ და დროს არა ლაზღანდარობაში, არამედ ცხოველის ძებნაში, დაკვირვებასა და თვალიერებაში ხარჯავენ.

ერიკ ფონ ფლიტის მომსახურებით ჰოლანდიის, იტალიის, ბელგიის, უნგრეთის, ისრაელის და სხვა ქვეყნების საუკეთესო ზოოპარკები სარგებლობენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close