საზოგადოებასაქართველო

სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ამჯერად პატრიარქის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 39 ათასამდე ნათლული ჰყავს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close