მოგზაურობასაზოგადოებაეკონომიკასაქართველო
„ვიზეარმა“ ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების განხორციელება ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარის“ (RYANAIR) შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმაც“ (WIZZ AIR) დაიწყო.
ბოლონიის მიმართულებით რეისებს „ვიზეარიც“, RYANAIR-ის მსგავსად, კვირაში ორჯერ ასრულებს.
რეისის პირველ მგზავრებს აეროპორტში, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 2020 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას – ნიცას (საფრანგეთი) და კიოლნს (გერმანია) ამატებს.
1tv.ge
კომენტარები