საზოგადოებასაქართველოსპორტი

ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ოსაკის გრან სლემზე ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – გრან სლემზე. 24 წლის სპორტსმენმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ფინალის გზაზე დაამარცხა ჩინელი ჰებილიგ ბუ, იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი მაშუ ბეიკერი, აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევი და იაპონელი კენტა ნაგასავა. საჩემპიონო ბრძოლაში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს აჯობა.

იაპონურ გრან სლემზე საქართველოს ნაკრები სულ ოთხი ძიუდოისტით გამოვიდა. ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

radiotavisupleba.ge

ნახეთ ბექას ულამაზესი იპონი, რომლითაც ფინალში გაიმარჯვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close