მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ქართველი ქორეოგრაფის კიდევ ერთი აღიარება ვაშინგტონში (ვიდეო)

ირინა ციქურიშვილს, ქართველ ქორეოგრაფს და მსახიობს, ვაშინგტონის თეატრალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ანდერსონ ჰოპკინსის საპატიო ჯილდო გადაეცა. პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ ამერიკის დედაქალაქში დაარსებულ „სინეტიკის“ თეატრს ვაშინგტონის „თეატრალურ ოსკარად“ წოდებული „ჰელენ ჰეისის“ ათეულობით პრიზი აქვს მიღებული.

amerikiskhma.com

P. S. ინფორმაცია: „სინეტიკი“ ერთ-ერთი წარმატებული თეატრია ამერიკაში. ის ამერიკის საუკეთესო თეატრების ათეულში შედის. ვაშინგტონის ყოველკვირეულმა გაზეთმა Metro Weekly-მ „სინეტიკის“ შესახებ ერთხელ დაწერა: „ეს არის თეატრი, რომელიც ადამიანის სულს სწვდება და აფორიაქებს“.

ცოლ-ქმარი ირინა და პაატა ციქურიშვილები ვაშინგტონში 25 წლის წინ ჩავიდნენ, „სინეტიკის“ თეატრი კი 19 წლის წინ დააფუძნეს.

სრულიად ახალი თეატრის კონცეფციის დამკვიდრება წყვილმა ხელოვნების სხვადასხვა დარგისა და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზის საშუალებით შეძლო. სპექტაკლები ინტერნაციონალურია, მაგრამ აუცილებლად შენიშნავთ ქართული მუსიკის ან ცეკვის ელემენტებს.

2012 წლის შემოდგომაზე „სინეტიკის“ თეატრი პირველად ეწვია თბილისს ორი სპექტაკლით: „სტუმარ-მასპინძელი“ და „მეფე ლირი“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close