fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ამერიკელმა ქალმა დაკარგული შვილი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტით იპოვა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის მკვიდრმა ჯილ როუზნოუმ დაკარგული შვილი ელის ქროუფორდი დიდთოვლობის შესახებ ტელესიუჟეტის წყალობით იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯილ ​როუზნოუ ტელევიზორს უყურებდა, როდესაც კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში დიდთოვლობის შესახებ სიუჟეტი გადიოდა. სიუჟეტში უსახლკარო ახალგაზრდა ქალი ყვებოდა, რომ დიდთოვლობის გამო ქუჩაში იყინება. როგორც აღმოჩნდა, ეს ჯილ როუზნოუს შვილი ელის ქროუფორდი იყო, რომელიც ზაფხულში სახლიდან წავიდა. ელის ​ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო და ოჯახისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა არ სურდა.

ტელესიუჟეტის ნახვის შემდეგ ჯილ როუზნოუ ნათესავებთან ერთად ელისის საძებრად წავიდა. მათ ახალგაზრდა ქალი ორი დღის შემდეგ ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის საპირფარეშოში იპოვეს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close