მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

საფრანგეთში, ნადირობისთვის განკუთვნილ ზონაში ძაღლებმა ორსული ქალი მოკლეს

საფრანგეთის ტყეში, ნადირობისთვის განკუთვნილ ზონაში ძაღლებმა ორსული ქალი მოკლეს. 29 წლის ელიზა პილარსკი თვითონაც თავის 5 ძაღლს ასეირნებდა რეცის ტყეში, პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 80 კმ-ის დაშორებით. მისი ცხედარი ვილე-კოტერეში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალს ძაღლის ნაკბენები აქვს სხეულზე, ხელებზე, თავზე, რამაც ძლიერი სისხლდენა გამოიწვია და ახალგაზრდა ქალი სისხლის დაკარგვისგან გარდაიცვალა. 93 ძაღლს ჩაუტარდა ტესტირება, რათა დნმ-ის ნიმუშებით დადგინდეს, რომელმა ძაღლებმა მოკლეს ქალი და ვის ეკუთვნიან ისინი. მათ შორის, ნიმუშები აიღეს ქალის ხუთივე ძაღლისგან.

გამოძიების ცნობით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ელიზამ თავის პარტნიორს – კრისტოფს დაურეკა და უთხრა, რომ ეშინოდა, ძაღლების ხროვა თავს არ დასხმოდა. იგი ცოლის მოსაძებნად გაემართა, მისი თქმით, თავიანთი ერთ-ერთი ძაღლის განწირული ყმუილის ხმამ აპოვნინა ცოლი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ელიზა პილარსკი ორსულობის მე-6 თვეში იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იმ პერიოდში ტყეში ირმებზე ნადირობის სეზონია და ნადირობა მიმდინარეობდა. მსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ, ცხოველთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა, ხელისუფლებას მოუწოდა, აკრძალოს ყველანაირი ნადირობა ამ სეზონზე, თუმცა საფრანგეთის მონადირეთა ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ნადირობას და მონადირე ძაღლებს არაფერი აქვთ საერთო ტრაგიკულ შემთხვევასთან.

მიმდინარეობს გამოძიება არაწინასწარ განზრახული მკვლელობის მუხლით.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close