fbpx
მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

მსოფლიოში „საუკეთესო“ პასპორტები – ახალი რეიტინგი

გამოქვეყნდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობის ინდექსის ხარისხის რეიტინგის ახალი ვერსია – KALIN AND KOCHENOV’S QUALITY OF NATIONALITY INDEX (QNI), რომელშიც პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა.

რეიტინგის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა: სახელმწიფოს ეკონომიკის მასშტაბი, ადამიანური პოტენციალის განვითარების დონე, საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა, სავიზო ურთიერთობები, აგრეთვე, საკუთარი ქვეყნიდან სხვა სახელმწიფოებში საცხოვრებლად და სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა.

ფრანგული პასპორტი ამ რეიტინგში უკვე მერვე წელია ლიდერობას არავის უთმობს. წელს საფრანგეთმა 83,5%-ის აღება შეძლო 100%-იდან. მეორე ადგილი 82,8%-ით გერმანიას ერგო, მესამე – დანიას 81,7%-ით, მეოთხე ადგილი გაიყვეს შვედეთმა და ნორვეგიამ 81,5%-ით, მეხუთეზეა ისლანდია 81,4%-ით. პირველ ათეულში შევიდნენ, აგრეთვე, ფინეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და ესპანეთი.

საბერძნეთი რეიტინგში მე-18 პოზიციაზეა და მოქალაქეობის ინდექსის „ძალიან მაღალი ხარისხის“ კატეგორიაში მოხვდა. 25-ე პოზიციას იკავებს აშშ („მაღალი ხარისხის ინდექსი“).

საქართველო „საშუალო ხარისხის ინდექსის“ „ზონაშია“ და 77-ე ადგილს იკავებს 37,5%-ით (უკრაინის – 75-ე და თურქეთის – 76-ე შემდეგ).

ჩვენი მეზობლები – სომხეთი და აზერბაიჯანი „დაბალი ხარისხის“ ზონაში მოხვდნენ: სომხეთი რეიტინგში 98-ეა 31,7%-ით, აზერბაიჯანი კი – 105-ე 30,1%-ით.

რეიტინგში სულ 160 ქვეყანაა.

მოქალაქეობის ინდექსის ხარისხის სრული რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მოამზადა  ნინო ხოშტარიამ 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close