fbpx
მოდა/სილამაზემსოფლიოქართველები უცხოეთშისაზოგადოება

პოპდივა ბიონსე ქართველი დიზაინერის კაბაში გამოჩნდა (ფოტოები)

ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ შექმნილი კაბები ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად დევიდ კომას ნამუშევარი, უკვე მეორედ, ბიონსემ მოირგო.

ცნობილი პოპვარსკვლავი შონ კარტერის საქველმოქმედო ფონდის (Shawn Carter Foundation) გალა საღამოზე გამოჩნდა დევიდ კომას მიერ შექმნილ ხორცისფერ მბრწყინავ, ძალიან ეფექტურ კაბაში და ფოტოსესია თავის თაყვანისმცემლებს საკუთარ ინსტაგრამზე გაუზიარა (შონ კარტერი ბიონსეს ქმარია, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს ფსევდონიმით Jay-Z). მომღერალმა კაბას აქსესუარად შეურჩია ოთხკუთხედი ფორმის კლაჩი, რომელიც დოლარის კუპიურის ასოციაციას იწვევდა.

დევიდ კომა (კომახიძე) საქართველოში, თბილისში დაიბადა 1981 წელს, შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა, ამჟამად კი ლონდონში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან 2009 წელს ლონდონში საკუთარი ბრენდი დააარსა – David Koma. დღეს კომა მსოფლიოში ცნობილ მასმარკეტთან – TopShop-თან თანამშრომლობს, 2014 წლიდან კი Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორია.

მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს და ცნობილ ადამიანებს აცვიათ, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, პენელოპე კრუსი, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, მაილი საირუსი, სკარლეტ იოჰანსონი, ბელა ჰადიდი, ოლივია უაილდი, ნაომი კემპბელი, გალ გადოტი, ივანკა ტრამპი, კარა დელევინი და სხვ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close