პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

პარლამენტთან სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

პარლამენტთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე ადამიანი.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა, რომლის გასვლის შემდეგაც, დაახლოებით 17:00 საათზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყეს.

სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დაწყებამდე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან დედაქალაქის მერიის სახელით გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და მოქალაქეებს მიმართა, როგორც  კანონმდებლობა ითვალისწინებს, „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა და პარლამენტის ბლოკირებული შესასვლელების გახსნა დაიწყო.

სამართალდამცველები აქციის დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებენ.

„მოამბის“ სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close