მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განაახლეს

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიადარტყმები განაახლეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღნიშნული ტერიტორიიდან ისრაელზე რამდენიმე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ბოლო დღეებში ადგილზე ვითარების გამწვავება ისრაელის მიერ პალესტინური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურის ლიკვიდაციას მოჰყვა.

ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში 34 პალესტინელი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ღაზის მცხოვრებლებმა გასულ ღამეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გარდაცვლილი მეთაურის გამო შურისძიებას მოითხოვენ.

„ისლამური ჯიჰადი“ კი ახალი შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტის შექმნის შესახებ განცხადებას ავრცელებს და რაკეტის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close