fbpx
კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოებაnewsსაზოგადოებასაქართველო

ჰოლივუდში გამართულ კინოფესტივალზე „შინდისის“ რეჟისორი საუკეთესოდ აღიარეს

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს ფილმისთვის „შინდისი“. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კინოფესტივალზე, ძირითადად, ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებისთვის იბრძვიან.

„შინდისი“ გვიყვება სოფელზე, რომელშიც ომმა გაიარა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან, ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის…

ფილმის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე კვირის წინ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც „შინდისს“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა.

ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმმი, ლოს-ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიაშია ჩართული.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close