კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

შსს-ს ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე 11 პირი დააკავეს (ვიდეო)

პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ „ამირანის” მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზეც.

„რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. უწყება აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი ზომები.

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი მოქალაქე, ანა სუბელიანი დაშავდა.

მას დაზიანება სახის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული კინოთეატრში ფილმის საყურებლად იყო მისული.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები აქციას მართავენ, ისინი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ.

1tv.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close