კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 ნოემბერი
4-იდან 10 ნოემბრამდე მზარდი მთვარეა. ამ დღეებში ხელსაყრელია სწავლის დაწყება, ტრენინგი, თვითსრულყოფა – ანუ ის საქმეები, რომელთაგანაც სულიერ ზრდას და განვითარებას ელოდებით. მთვარის ზრდასთან ერთად თქვენი ტალანტებიც სულ უფრო ძლიერად იხსნება და სწავლის პროცესი ძალიან შედეგიანი ქნება. ასევე სასარგებლოა სპორტული ვარჯიშის დაწყება.
ვერძი
ამ კვირაში დღეების მიხედვით დატვირთვა გონივრულად გადაანაწილეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვირის ბოლოსთვის თავს ისე გამოფიტულად იგრძნობთ, რომ საკუთარ გეგმებზე უარის თქმა მოგიწევთ. მეგობრებსა და ნათესავებს თქვენი რჩევა და გვერდში დგომა დასჭირდებათ. თუ მსხვილი შენაძენის გაკეთებას გეგმავთ, ამ საკითხს შაბათ-კვირა დაუთმეთ.
კურო
ამ კვირაში ყველა საქმისთვის მოსალოდნელზე მეტი დროის და ენერგიის ხარჯვა მოგიწევთ. კარგი პერიოდია თანამოაზრეებთან ერთად გუნდური მუშაობისთვის. ჰარმონიულად განვითარდება ურთიერთობები ახლობლებთან, კოლეგებთან, საყვარელ ადამიანთან და შვილებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, იფიქროთ ახალ გარეგნულ იერსახეზე, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ოფიციალურ ურთიერთობებზე, ისე პირად ცხოვრებაზე.
ტყუპი
ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ვარსკვლავები ურჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმონ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს ფინანსურ საკითხებზე ზრუნვამ და სამსახურებრივმა რეპუტაციამ. მათ, ვინც დამატებითი შემოსავლის წყაროს/სამუშაოს ეძებს, უნდა გააქტიურონ ძიება სოციალურ ქსელში.
კირჩხიბი
ბევრ კირჩხიბს მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს სხვისი საქმეების ნაწილი; ვარსკვლავების გირჩევენ, რომ შეგიძლიათ დაეხმაროთ, მაგრამ თავზე ნუ დაისვამთ. პარასკევს შეიძლება რომელიმე ახლობელმა ურთიერთობის გარკვევა მოისურვოს. პროვოკაციას ნუ აჰყვებით. შაბათ-კვირა წარმატებულია სასიყვარულო ურთიერთობებისა და რომანტიკული ნაცნობობისთვის.
ლომი
მეტისმეტად ბევრ ვალდებულებას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე, თორემ უკვე კვირის შუა რიცხვებში ამოსუნთქვის საშუალება არ გექნებათ. შეიძლება ძველი კავშირების გამოყენება დაგჭირდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში ხალხთან საერთო ენის გამონახვა რთული იქნება. ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ. გამორიცხული არ არის მგზავრობისას გზაზე შეფერხება მოგიხდეთ და პრობლემები შეგექმნათ.
ქალწული
ეს კვირა მცირე სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო სამუშაოების მოგვარებას დაუთმეთ, რომლებიც გადადებული გქონდათ. თუ შვებულების აღებას აპირებთ, ახლა კარგი დროა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. წარმატებული პერიოდია ახალი ნაცნობობისთვის. აი, რემონტის დაწყება კი ჯერ არ ღირს. შესაძლებელია გქონდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი თქვენს მეორე ნახევართან, რის შემდეგაც თქვენი ურთიერთობა გამყარდება.
სასწორი
ამ კვირაში გამორიცხული არ არის ჩხუბი და წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები. შეეცადეთ არ ისაუბროთ თქვენს საქმეებზე ადამიანებთან, რომელთაც კარგად არ იცნობთ. ამ ყველაფრის მიუხედავად სამსახურში შესაძლებელია დაწინაურება და ხელფასის ზრდა. კარგი დროა საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესრულებისთვის, თქვენი სახლის კეთილმოწყობისთვის.
მორიელი
შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ამ კვირაში დაგეგმილ საქმეებს მომავალში ადვილად განახორციელებთ. შეეცადეთ პარასკევს თავი აარიდოთ სარისკო სიტუაციებს, გარიგების დადებას. კვირას შესაძლებელია გაიცნოთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც სამომავლოდ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი იქნება.
მშვილდოსანი
თანხის შოვნის ახალი შესაძლებლობის გამოყენების დროს ფრთხილად იყავით – არსებობს დანაკარგის საფრთხეც. ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევას ვარსკვლავები არ გირჩევენ, თავისთავად უფრო კარგად მოგვარდება ყველაფერი. კარგი დროა მეგობრული ურთიერთობისთვის. უფრო განმტკიცდება იმ მეუღლეთა კავშირი, რომელთა შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.
თხის რქა
თუ საკუთარ თავს ძალიან რთულ ამოცანებს არ წაუყენებთ, ამ კვირაში ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. ვარსკვლავები ნაცნობების წრის გაფართოებას გირჩევენ, უარი არ თქვათ მიწვევებზე, დაესწარით მეგობრულ წვეულებებს, იქ შეიძლება ძალიან საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ და გაიცნოთ.
მერწყული
ამ კვირაში მზად იყავით ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის, რომლებიც ოპერატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სარისკოა ავტომობილით მგზავრობა, მოულოდნელი ინციდენტების, ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის ან რაიმე სხვა შეფერხებების ალბათობა იზრდება. ყურადღებით იყავით და უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ.
თევზები
უახლოეს დღეებში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას შეძლებთ. გადაწყვეტილებას რომ მიიღებთ, ნუღა იყოყმანებთ – პირველი ვარიანტი სწორი იქნება. ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას თავშეკავება გამოიჩინეთ: ხარჯები გამართლებული უნდა იყოს. პარასკევს უცნობ ადამიანებს ნუ დაეკონტაქტებით, შესაძლებელია აგრესია გამოავლინონ თქვენ მიმართ.
თამთა გურული
კომენტარები