fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

ძაღლი დაზიანებული თათით აფთიაქში შევიდა და ფარმაცევტს დახმარება სთხოვა (ვიდეო)

თურქეთში აფთიაქში უსახლკარო ძაღლი შევიდა, ფარმაცევტთან – ბანუ ჩენგიზთან მივიდა და უცდიდა. თავიდან  ქალმა იფიქრა, რომ ძაღლს ჭამა უნდოდა. მან აიღო ჯამი და ძაღლს საკვები შესთავაზა, თუმცა საკვებს პირი არ დააკარა და ქალს თათი გაუწოდა, – წერს PETS.MAIL.RU თურქულ წყაროზე დაყრდნობით.
„თათზე სისხლი ჰქონდა. ჭრილობა გავუსუფთავე და მალამო წავუსვი. ამის შემხედვარემ, აფთიაქში მყოფმა ზოგიერთმა კლიენტმა ძაღლის შინ წაყვანა მოისურვა, მაგრამ ძაღლმა თავისუფლება აირჩია და აფთიაქიდან გავარდა“, – თქვა ჩენგიზმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close