მეორე ოქრო ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში – ამჯერად მარიამ ჭანტურიამ გაგვახარა (ვიდეო)
რუსეთის ქალაქ იჟევსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში (23 წლამდე ასაკში) მეორე დღეს, 2 ნოემბერს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ვლადიმერ ახლაკაცი (81კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ).
სამწუხაროდ, ახალკაცი ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა, მარიამ ჭანტურიამ კი ყველა ორთაბრძოლა ადვილად მოიგო და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ძიუოდისტმა გოგონამ პირველ შეხვედრაში ებრაელ მაია გოშენს სამი შიდოთი სძლია, შემდეგ ბელარუს ჟანა ასიპოვიჩი დაამარცხა 2 წუთსა და 16 წამში, იპონით, ნახევარფინალში კი ხორვატ ანდელა ვიოლიჩს აჯობა.
მარიამ ჭანტურიას მეტოქე ფინალში ჰოლანდიელი ჰილდე იაგერი იყო, რომელსაც მარიამმა ვაზარით მოუგო და საქართველოს ტურნირზე მეორე ოქრო მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იასპარეზა წარმატებით, ფინალში მასპინძელი ქვეყნის – რუსეთის ნაკრების წევრი დანნა ნაგუჩევა იპონით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ვაჟები ჯერჯერობით მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ – ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ჯაბა პაპინაშვილი და თემურ ნოზაძე (ორივე 60 კგ).
ხვალ ტურნირის ბოლო დღეა და საქართველოს ნაკრების 5 ძიუდოისტი იჭიდავებს – მიხეილ ბექაური (90 კგ), იმედა გოგოლაძე (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და სოფო სომხიშვილი (+78).
მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონია!!!
მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონია!!! რუსეთის მოპოვებული ოქროს მედალი
Gepostet von სპორტმიამბე • Sportmiambe am Samstag, 2. November 2019
კომენტარები