საზოგადოებახელოვნებაკულტურასაბერძნეთი

გარდაიცვალა დიდი ბერძენი კომპოზიტორი იანის სპანოსი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ბერძენი კომპოზიტორი იანის სპანოსი (Γιάννης Σπανός), რომელმაც მუსიკის მოყვარულებს თავი დაამახსოვრა „ახალი ტალღის“ სტილში შექმნილი თავისი შესანიშნავი ნაწარმოებებით.

იანის სპანოსმა კარიერა დაიწყო, როგორც პიანისტმა, 60-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე კი მისმა მუსიკალურმა შემოქმედებამ თითქმის ყველა სფერო მოიცვა: თეატრი, კინო, რადიო და ტელევიზია. თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი კომპოზიტორი თანამშრომლობდა სიმღერების ცნობილ ბერძენ ავტორებთან, აგრეთვე, უპოპულარულეს საესტრადო შემსრულებლებთან.

თავისი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე იანის სპანოსმა შექმნა მუსიკა ლეფტერის პაპადოპულოსის, იორღოს პაპასტეფანუს, ვასილის როტასის, გეორგიოს ვიზიინოსის, მირტიოტისის, ნიკოს კავადიასის, მილტოს სახტურისის და სხვათა ლექსებზე.

მის სიმღერებს ასრულებდნენ: არლეტა, კოსტას კარალისი, იანის პარიოსი, ელენი დიმუ, ხარის ალექსიუ და სხვა ცნობილი, პუბლიკის საყვარელი მომღერლები.

„იანის სპანოსმა იცოდა, როგორ შეხებოდა გულს და გრძნობებს. მისი წვლილი ბერძნულ მუსიკაში შეუფასებელია. ჩვენ ყველას დაგვაკლდება იგი“, – ასე გამოთქვა თავისი წუხილი და თანაგრძნობა საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ლინა მენდონიმ.

ნინო ბაჯელიძე

მოუსმინეთ იანის სპანოსის ცნობილ სიმღერებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close