მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ხანძარს თხებმა გადაარჩინეს

კალიფორნიაში რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ხანძრისგან დაცვაში 500 მშიერი თხა დაეხმარა. მაისში ბიბლიოთეკამ თხები ადგილობრივი კომპანიისგან ტერიტორიის ირგვლივ ბუჩქნარის დასამუშავებლად იქირავა.

პრევენციულმა ღონისძიებებმა მასშტაბური ტყის ხანძრის გავრცელების არეალი შეაფერხა და მეხანძრეებს რეაგირებისთვის დამატებითი დრო მისცა.

რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და მუზეუმი, რომელიც არაერთ ექსპონატს მიოცავს, აშშ-ში მოქმედ 13 საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას შორის ყველაზე დიდია. ბიბლიოთეკაში მილიონობით დოკუმენტი, ფილმი, ფოტო და ჩანაწერია. აქვე დაცულია თვითმფრინავი, რომლითაც რონალდ რეიგანი პრეზიდენტობისას პირადად სარგებლობდა.

მასშტაბური ტყის ხანძრის გამო ლოს-ანჯელესში რამდენიმე ათეული სახლი დაიწვა. ცეცხლმა 3 ათასი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. სტიქიის ზონაში მცხოვრები 100 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შტატში არსებული ტყის ხანძრების კვამლი კოსმოსიდანაც კი შესამჩნევია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close