მსოფლიოქართველები უცხოეთშიხელოვნებასაქართველო

ნიუ-იორკის ფესტივალზე ზუგდიდელმა მომღერალმა გაიმარჯვა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში ყოველწლიურ ფესტივალზე ქართველმა თამუნა ლილუაშვილმა გაიმარჯვა. ახალგაზრდა მომღერალი „ნიუ-იორკის მარგალიტი 2019“-ის პირველი ადგილის და გრან პრის მფლობელი გახდა. მან აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოიპოვა იტალიისა და ლატვიის საგზურები.

თამუნა ლილუაშვილი ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალია, რომელიც  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „რიბირაბოს“ ანსამბლ „გინცის“ სოლისტია.

ის ქართულ მუსიკალური პროექტებშიც მონაწილეობდა, მათ შორის, „X ფაქტორში“.

თამუნა ლილუაშვილმა გასულ წელს აშშ-ში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალ Golden Dream-ში გაიმარჯვა და მაშინაც გრან პრის მფლობელი გახდა.

2019 წლის ივლისში კი აშშ-ში, კალიფორნიის შტატში World Championships of Performing Arts – WCOPA საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

fortuna.ge

კონკურსზე გამგზავრების წინ თამუნა „იმედის დილის“ სტუმარი იყო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close