ტუბერკულოზის ახალი ვაქცინა, რომელმაც შეიძლება მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინოს

მსოფლიოში ყველაზე ლეტალური ინფექციური დაავადების, ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში, სავარაუდოდ, გადამწყვეტი მომენტი დადგა. მეცნიერთა განცხადებით, ახალმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ სრულიად დაიცვა იმ ადამიანთა ნახევარი, რომლებსაც ის გაუკეთეს.

ერთი წლის წინ, როდესაც ახალი ვაქცინის ადრეული ცდების შედეგები გამოქვეყნდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევა“ უწოდა.

მეცნიერები, რომლებიც ვაქცინის შექმნაში ჩართული არ ყოფილან, უახლეს შედეგებს დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ, მაგრამ აცხადებდნენ, რომ საჭირო იყო მისი შესწავლა უფრო ბევრ ადამიანში და სხვადასხვა პოპულაციებში.

„ვაქცინა იმედისმომცემი ჩანს, სავარაუდოდ, უკეთესიც, ვიდრე ამჟამინდელი, საუკუნის წინანდელი BCG ვაქცინა“, – აღნიშნა დოქტორმა მარიო რავილიონემ, მილანის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა, რომელიც 2003-2017 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის პროგრამას ხელმძღვანელობდა.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge

კომენტარები